მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან

დღეს, ანსამბლ “მზიურის” სოლისტის, მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: დათო ევგენიძე, თემურ თათარაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტის შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები