ნიკოლოზ მჟავანაძე: “ნაციონალებისთვის” გარდაბანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციაა

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გარდაბანში არჩევნების პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარდაბანში მიმდინარე კენჭისყრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციაა.
მჟავანაძე მუნიციპალიტეტში მომხდარ ინცინდენტს დადგმულ პროვოკაციას უწოდებს. „ნაციონალებისთვის გარდაბანი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ის, რაც გარდაბანში ხდება, ესაა დადგმული პროვოკაცია, რომლის მიზანია არჩევნების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ჩაიშალოს ამ პროვოკაციის შემოქმედი კი ნაცმოძრაობა, ნაცმედია, მისი სატელიტი არასამთავრობოებია, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
უფლებადამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა ის პროვოკატორი დაისაჯოს, რომელიც ცდილობს არჩევნების შედეგებზე იქონიას გავლენა. ,,ოდესიდან დამოძღვრილები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მსოფლიო საზოგადოების წინაშე ისეთი სურათი შექმნან თითქოს არჩვენებს მათ უყალბებენ, რათა შემდგომში მათ ლობისტებს ევროპაში მიაღებუნონ რეზოლუციები სადაც საქართველოს ხელისუფლება იქნება დადანაშაულებული არჩევნების გაყალებებაში. მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამოაზრეებისთვის გარდაბანი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ისინი ამ პროვოკაციას უფრო ფართო მასშტაბებში უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებითვის გაიმეორებენ ნაცმედიის, სატელიტი არასამთავრობოების მეშვეობით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაისაჯოს ყველა ის პროვოკატორი, რომელიც ცდილობს არჩევნების შედეგებზე იქონიას გავლენა დესტრუქციული მეთოდებით და დაძაბოს სიტუაცია“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები