ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი აარიდონ სიტუაციის შემდგომ გამწვავებას

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, სიტუაციის შემდგომ გამწვავებას თავი აარიდონ, – ამის შესახებ განცხადება ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაფიქსირდა.
“ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი აარიდონ სიტუაციის შემდგომ გამწვავებას და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყონ მშვიდ გარემოში საარჩევნო პროცესის დასრულებას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები