29 იანვარი

09:00
სასტუმრო „ამბასადორში“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან სსიპ – კონკურენციის სააგენტოს შეხვედრა გაიმართება, თემაზე – „კონკურენციის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები“.
09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ინგოროყვას 7
11:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-7 სართულზე, საპრეზენტაციო დარბაზში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი საჯარო ლექციას თემაზე: “მედიაწიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა” წაიკითხავს. ლექცია ინფრომაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის პროექტის ფარგლებში, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდება. მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 62 (ყოფილი ჯიქიას ქ. 9) დასწრება თავისუფალია
11:00
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩატარდება. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ გარემონტებული თეატრის შენობა – საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო სივრცეები, სარეპეტიციო დარბაზები, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სცენა, კულისები და სხვა. მედიატურს ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე 87-ე და 89-ე სკოლებში პირადად გაეცნობიან თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გრიპის ვირუსის პრევანციას უკავშირდება და რამდენად სრულფასოვნია გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება. მისამართი: ქეთევან დედოფლის #90/2; ქეთევან წამებულის ქ. #40
E1
11:00
სამხედრო ექსპერტი, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საერთაშორისო ხელშეკრულება „დელტასა“ და არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან, რომლის მიხედვითაც, ხვალ ემირატებში პირველი სპეცტექნიკა გაიგზავნება. „კვირას“ ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
თბილისის მერი დავით ნარმანია „ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის“ პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: თბილისის მერია, ჟ. შარტავას 7, მე-20 სართული. საკონტაქტო პირი: ხათუნა ავლოხაშვილი 599 17 60 77
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ჰააგის სასამართლომ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების უფლება მისცა; ლავროვის განცხადებები; აგრამუნტის განცხადება.
11:30

თბილისის საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. კვირას ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
ტექნოლოგიური განვითარების ფონდის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: თბილისის მერია, ჟ. შარტავას 7, მე-20 სართული

12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ჰააგის სასამართლომ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების უფლება მისცა; სავალუტო კრიზისი; ლავროვის განცხადებები.
14:00
NEW
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მისამართი: მ.აბდუშელიშვილის ქ.1
14:30
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. მისამართი: თავისუფლების #2
15:00
NEW
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” ორგანიზაციის პრესკლუბში “თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის” პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის მიზნები, განხორციელების გზები და პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილე ჟურნალისტებისთვის. მისამართი: მარჯანიშვილის #16, 4 კორპუსი, 1 სადარბაზო, ბინა 2ა. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598 75 77 01
15:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მისამართი: თავისუფლების #2
E1
17:00
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მორიგ საჯარო დებატებს გამართავს თემაზე: „უსახლკარობა – რა ხედვა აქვს სახელმწიფოს?“. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 101–ე აუდიტორიაში გაიმართება მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1.
17:00
NEW
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნად, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საზეიმო მიღება გაიმართება. მისამართი: მ.აბდუშელიშვილის ქ.1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები