“ტრანსფორდი” განცხადებას ავრცელებს: ვანო ჩხარტიშვილის მცდელობაა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომპანია “ტრანსფორდი” პასუხობს.
კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
მათივე განცხადებით, “ტრანსფორდი“ კანონის ფარგლებში აპირებს დავის გაგრძელებას.
“ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, მსგავს პროვოკაციულ, არაკომპეტენტურ განცხადებებზე რეაგირება მოვახდინოთ. რადგან ოპონენტის გეგმის ნაწილია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ იმის გამო ვპასუხობთ აღნიშნულ განცხადებას.
ჩხარტიშვილის ადვოკატის დღევანდელი განცხადება კვლავ ემსახურება კონკრეტულ გეგმას, მოხდეს ჩვენი, როგორც მოპასუხე მხარის განეიტრალება და საზოგადოებაში ბატონი ჩხარტიშვილის იმიჯის კარგად წარმოჩინება. ჩვენი გუშინდელი განცხადება ცხადყოფდა, რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლე გიორგი სულაკაძისა და ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო გარიგების თაობაზე, დღევანდელი თავდასხმის საფუძველი სწორედ ეს განცხადება გახდა.
საზოგადოებამ კარგად იცის ვანო ჩხარტიშვილის წარსული, მისი შემოქმედება ქართველი ხალხის “ძარცვის შესახებ”, აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონის ფარგლებში ვაგრძელებთ დავას და დაველოდებით შედეგებს, რომელსაც გამოიტანს სასამართლო და ასევე კანონიერად დამდგარი შედეგების მიხედვით გავაგრძელებთ დავას.
ნიშანდობლივია, რომ კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანაში (დიდ ბრიტანეთში) ვანო ჩხარტიშვილმა უკვე წააგო საქმე, სადაც იგი ინგლისელმა მოსამართლემ ქონების მიმთვისებლად ცნო. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილის მცდელობა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, ნებისმიერ სამართლებრივ დავაში, უბრალოდ კომიკურია“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები