გახდი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორი

პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ კულტურის მომავალ ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში კულტურის ლიდერობის პროგრამაში ჩასართავად იწვევს.
პროგრამა უფასოა და იგი ფოკუსირდება იმ მენეჯერების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებსა და დაწესებულებებში, როგორიცაა რეკლამა, არქიტექტურა, არქივები, მუზეუმები, გალერეები, ბიბლიოთეკები, ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ინდურსტრიები, ხელნაკეთები, დიზაინი, მოდა, ფესტივალები, ფილმები, თამაშები, მემკვიდრეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება, ფოტოგრაფია, გამომცემლობა, რადიო, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ტელევიზიები.
პროგრამაში გაწევრიანებით და პირველ ღონისძიებაზე დასწრებით თქვენ: შეხვდებით კულტურის სფეროს მოწინავე სპეციალისტებს ევროპის კრეატიული ინდუსტრიებიდან.
* გაიგებთ მეტს პარტნირობის პროგრამაზე;
* გაეცნობით დამატებითი ვორკშოფებში მონაწილეობის შესაძლებლობებს მომავალი 18 თვის განმავლობაში;
როგორც კულტურის მომავალი ლიდერი, თქვენ მოგეცემათ საკუთარი სატრენინგო პროგრამის შექმნის საშუალება, რომელიც პერსონალურ მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული. თითოეული ვორკშოფი გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს. პერსონალური პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ გადმოგეცემიათ სერტიფიკატი.
ვორკშოფი დაფარავს შემდეგ თემებს: ადვოკატირება, სახსრების მოძიება, ხელოვნების მარკეტინგი, აუდიენციების განვითარება, ფინანსური კვალიფიკაცია და ა.შ.
პროგრამა შეარჩევს იმ ლიდერებს, რომლებიც შეძლებენ ჩამოთვლილი პირობების შესრულებას:
* პროგრამის ვებგვერდისთვის სტატიის ან კვლევის დაწერა;
* კონკრეტული კულტურის მენეჯმენტის თემის ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეერთება;
* მინიმუმ 2 ვორკშოფზე დასწრება;
* ჩართვა პროგრამის კამპანიაში – „კულტურა მნიშვნელოვანია“.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ მისწეროთ თქვენი ქვეყნის კოორდინატორს და დაადასტუროთ, რომ იანვარ-თებერვალში შეგიძლიათ კრეატიული ლიდერობის ვორკშოფზე დასწრება. ასევე მისწერეთ, თუ რატომ ხართ აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულები (დაახლოებით 200 სიტყვა) და გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2016 წლის 30 იანვრამდე.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები