რუსთაველის თეატრის მსახიობი ელდარ სახლთხუციშვილი გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი ელდარ სახლთხუციშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსთაველის თეატრში აცხადებენ.
„ბატონი ელდარი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში და რამდენიმე დასამახსოვრებელი სახე შექმნა ამ თეატრის სცენაზე. იგი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა კოლეგებსა და მეგობრებს შორის. ნათელი პიროვნება, თბილი, კეთილი ადამიანი – ასეთი იყო იგი სიცოცხლეში და ასეთად დარჩება ყველას გულში. რუსთაველის თეატრის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ელდარის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები