ვეტერანები სამედიცინო ცენტრში “ლანცეტი” უმაღლეს მომსახურებას მიიღებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა ,,ლანცეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „კვირას“ ვეტერანების საქმეთა სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის საფუძველზე ვეტერანებს შეეძლებათ, სხვადასხვა სახის სამედიცინო მკურნალობა კომფორტულ და ხარისხიან გარემოში ჩაიტარონ.
,,ვეტერანებს ექნებათ სამედიცინო მომსახურების საუკეთესო პირობები, რასაც ისინი წლობით იყვნენ მოკლებულნი. დღეს შესაძლებელი გახდა, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ერთ სივრცეში, რომ ყველა ის სამედიცინი სერვისი ჩაიტარონ, რომელსაც მაღალი დონის მომსახურების სახით კლინიკა ,,ლანცეტი“ მათ სთავაზობს.
ვეტერანს გაეწევა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რასაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა. არცერთი ვეტერანი არ დარჩება სამედიცინო სერვისის გარეშე. კლინიკა ,,ლანცეტი“ მზადაა, მიიღოს ვეტერანები და იზრუნოს მათზე.
ამასთანავე, დავძენთ, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალის ექიმებზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობა არ იყო, მაგრამ ვგრძნობდით მათ წინაშე მორალურ ვალდებულებას, რადგან ისინი წლობით ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ ვეტერანებზე, ბევრი ვეტერანის სიცოცხლე გადაარჩინეს და ყველაზე უკეთ მათ იციან, რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდებათ მათ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ ექიმებს დასაქმების პრობლემა არ ექნებათ, ,,ლანცეტი“ მზადაა მათ მისაღებად“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები