ქართული დელეგაცია ვაშინგტონის შშმ პირთა ზედამხედველობის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვაშინგტონის სკოლამდელი შშმ პირთა საგანმანათლებლო და ზედამხედველობის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ამერიკულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მათ მიერ შემუშავებული სპეციალური სამედიცინო პროგრამა გააცნო, რომელიც შშმ ბავშვებში განვითარების ადრეულ ეტაპზე ხორციელდება.
ვაშინგტონის შშმ პირთა საგანმანათლებლო და ზედამხედველობის ცენტრის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და სპეციალისტების გადამზადების კუთხით დახმარება შესთავაზეს.
მასპინძლების განცხადებით, აღნიშნული პროგრამა აშშ – ს არაერთ ქალაქში მოქმედებს და, ძირითადად, ფედერალური და მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია წარმოდგენილი პროგრამით დაინტერესდა და აღნიშნული ორგანიზაციის წევრები საკითხის ადგილზე გაცნობისა და დეტალურად შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მოიწვია. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს აშშ-ს სამ ქალაქში-ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ატლანტაში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები