“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან საარჩევნო უბნებზე

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გარდაბანში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე საარჩევნო პროცესის ჩაშლას ცდილობენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან საარჩევნო უბნებზე. განსაკუთრებით გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე. ისინი იმ საარჩევნო უბნებზე აქტიურობენ და ცდილობენ ჩაშალონ საარჩევნო პროცესი, სადაც ფიქრობენ, რომ დიდი სხვაობით აგებენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მდივანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნებთან სუს-ის თანამშრომლები დაფიქსირდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესზე მიმდინარეობს დაკვირვება და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ყველა ფაქტი გადამოწმდა და არცერთი არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები