რას აცხადებს იური ვაზაგაშვილის საქმის გარდაცვლილი მოწმის მეუღლე

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის ირინა გიგოლაშვილის მეუღლე გელა ვალიშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
როგორც ვალიშვილმა “კვირას“ განუცხადა, მის მეუღლეს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სამი დღის განმავლობაში კასპის მუნიციპალიტეტის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ვალიშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს.
გიგოლაშვილს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ორი დღე მკურნალობდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“სიცხემ რომ აუწია სასწრაფო გამოვიძახეთ ნემსები გაუკეთეს. გვეგონა გამოკეთდებოდა, მაგრამ ისევ ისე იყო, ვეუბნებოდი წავიდეთ საავადმყოფოში მეთქი და არ უნდოდა წამოსვლა ეგონა დაუწევდა სიცხე და გამოკეთდებოდა. სამი დღეს კასპის საავადმყოფოში რეანიმაციაში იწვა მერე თბილისში გადმოვიყვანეთ როცა უკიდურესად დამძიმდა მდგომარეობა“,-განუცხადა “კვირას“ გელა ვალიშვილმა, რომელიც მისი მეუღლის გარდაცვალების ირგვლივ საეჭვო კითხვის ნიშნების არსებობის საფუძველს ვერ ხედავს.
ინგა ვალიშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოწმე “გაუკრვეველ ვითარებაში” გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები