გარდაბანში, მე-4 საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა

გარდაბანში, მე-4 საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათ მხარდამჭერებს ავიწროვებენ და საარჩევნო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც მე-4 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ და ცდილობენ, არჩევნების მსვლელობას ხელი შეუშალონ. ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები