შორენა ბუხრაშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

შორენა ბუხრაშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ანგარიშის პრეზენტაცია თბილისის მერიაში გაიმართა, სადაც სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები წარადგინა.
შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, გასულ წელს ეკოლოგიისა და გამწვანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ერთიანი გარემოსდაცვითი ხედვის შესაბამისად, ქალაქსა და მის შემოგარენში 400 000-ზე მეტი ნერგი დაირგო, კეთილმოეწყო სკვერები, დამტკიცდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიის თავმჯდომარემ 2015 წელს ქალაქში 2 344 900 კვ.მ-ზე მეტი სხვადასხვა ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებასაც გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ თბილისში გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა, რომლის თანახმად, მოწესრიგდა მონიტორინგისა და მწვანე ნარგავების აღრიცხვის სისტემა, გატარდა მავნებელ დაავადებებისგან დაცვის ღონისძიებები და განისაზღვრა გამწვანებული ტერიტორიების სტატუსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები