ფატუ ბენსუდას აგვისტოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა

ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) დღეს მიიღო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ამავე სასამართლოს, 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თხოვნით, გასული წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორი უკვე იმყოფებოდა საქართველოში საქმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები