თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა, რებილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ – ფოტოგამოფენა გაიმართება

28 იანვარს, 17:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში, ჯანსურ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ფოტოგამოფენა, თეატრის შენობის ამსახველი ფოტომასალით – რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოპერისა და ბალეტის თეატრში დაცული საარქივო ფოტომასალა, ასევე, ფოტოგრაფების – ბესო გულაშვილის, გიორგი კაკულიასა და ნინო ლოლაძის ნამუშევრები.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხელ გიორგაძე, ფონდ „ქართუს” დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები