მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

27 იანვარს, 19:00 საათზე, მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიება, საქართველოს ხელოვნების აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსი 20 იანვარს დაიწყო მოცარტის 260 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და იგი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების, ვალერიან შიუკაშვილისა და თამარ ლიჩელის კონცერტით გაიხსნა.
კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები – თურქეთი (სტამბოლი, ადანა, ანტალია) რუსეთი (მოსკოვი), ყაზახეთი და უკრაინა. კონკურსი ორ ტურად ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6-დან 25 წლის ჩათვლით და მონაწილეებისთვის დაწესებულია პრემიები და პრიზები:
1. საქარველოს უნივერსიტეტის პრიზი – 500 აშშ დოლარი. 2. ამერიკისა და ევროპის კონკურსების ფედერაცია – 2000 აშშ- დოლარიანი სასწავლო ვაუჩერი. 3. თბილისის მერიის პრიზი; 4. ხელოვნების აკადემიის ერთ წლიანი სწავლის დაფინანსება.
2016 წელს კონკურსის ჟიურის წევრები არიან: თამარა პადუბნაია – ამერიკის კონსერვატორიის პროფესორი (ამერიკა); ვეკა სვანიძე – თბილისი ნიჭიერთა ათწლედის დამსახურებული პედაგოგი (თბილისი); ირინა ხერჟი – ბათუმის კონსერვატორიის პროფესორი (საქართველო-ბათუმი); ლედა კანკავა – ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სკოლის (საქართველო-ქუთაისი); დამსახურებული პედაგოგი ლიკა ჩხეიძე – მე-6 მუსიკალური სკოლის დირექტორი (საქართველო-თბილისი); გიორგი ცაგარელი – საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი (გერმანია- საქართველო); გიორგი შამანაური – საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ეროვნული მუსიკალური ცენტრის სოლისტი (საქართველო-თბილისი); ვალერიან შიუკაშვილი – ხელოვნების აკადემიის რექტორი (საქართველო-თბილისი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები