“პოზიციას“ ორგანიზებით, აშშ-ის საელჩომ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. პროექტ “დიპლომატიური საუბრების” ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, მონიკა დორადომ სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
„პოზიცია“ს ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვა, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია. სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიციას“ საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
“პოზიცია” საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წამყვან დიპლომატთა ჩართულობით, სტუდენტებისთვის სემინარებს სისტემატურად მართავს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია“ გეგმავს, გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები