გიორგი კლდიაშვილი: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელისგან ხედავ თანამშრომლობის სურვილს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი პრემიერ-მინისტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ეხმაურება. კლდიაშვილის განცხადებით, სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან თანამშრომლობის სურვილს ხედავს. იგი დარწმუნებულია, რომ ეს თანამშრომლობა პროდუქტიულად გაგრძელდება.
„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე მას პირადად დავეკონტაქტოთ და ამისთვის თავის საკონტაქტო ინფორმაციას გამოგვიგზავნიდა იქ დამსწრეებს. დღეს პირველ წერილად სწორედ მისი საკონტაქტო ინფორმაცია მივიღე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელისგან ხედავ თანამშრომლობის სურვილს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ასევე კონსტრუქციულად და პროდუქტიულად გაგრძელდება. ამის ვარაუდის ბევრი საფუძველი მაქვს“, – წერს კლდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს გუშინ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები