იან კელი: აშშ და საქართველო ერთად უპირისპირდებიან ტერორიზმს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებით პასუხობს. მისი თქმით, ის ენდობა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში სიტუაციას აკონტროლებს.
ელჩი პრაგმანტული ურთიერთობების მომხრეა და მხარს უჭერს ჟენევისა და აბაშიძე – კარასინის ფორმატებს.
“აღვნიშნავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად დგანან და ერთად უპირისპირდებიან ტერორიზმს. გუშინ მოსკოვში გაკეთებული განცხადება მოვისმინეთ. ამასთან დაკავშირებით მოვიშველიებდი იმ სიტყვებს, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის – მან განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლქვეშ არის და ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება კონტაქტების აღდგენას, ეს თავად საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენ მივესალმებით პრაგმატულ მიდგომას და არსებული არხების გამოყენებას, რომელიც არსებობს ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის. ეს გახლავთ ჟენევის ფორმატი და აბაშიძე – კარასინის მოლაპარაკებები. ჩვენ საქართველოს ამ მხრივ მხარს ვუჭერთ”,- განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები