“საქართველოს ხელისუფლება, მისი უსაფრთხოების სამსახურები პანკისის ხეობას აკონტროლებენ”

საქართველოს ხელისუფლება, მისი უსაფრთხოების სამსახურები კარგად აკონტროლებენ პანკისის ხეობას, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქითევან ციხელაშვილმა განაცხადა.
“საქართველოს ხელისუფლება, მისი უსაფრთხოების სამსახურები კარგად აკონტროლებენ პანკისის ხეობას, ამიტომ იმაზეც, რაზეც იყო საუბარი, თითქოს ეს საწვრთნელ ბაზად გამოიყენება და აქედან დიდი საფრთხე მომდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ძალიან სამწუხაროა, ჩვენ მივეჩვიეთ ხშირად გარკვეულ პროვოკაციულ განცხადებებს. მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს მიზნად არ ისახავს ფართო პროვოკაციას”,- განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები