გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
“მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი”, – განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს, ნატოს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე გაიმართება.