„შედევრის გაცოცხლება“ – დოკუმენტური ფილმის წარდგინება გაიმართება

27 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმის – „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი და ფილმის ავტორი გიორგი კალანდია, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
„შედევრის გაცოცხლება“ – დოკუმენტური ფილმია, რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული სერგო ქობულაძის უნიკალური ფარდის ისტორია, მისი დახატვიდან ხანძრამდე და ოპერაში მეორედ დაბრუნებამდე. ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალები, ფარდის აღდგენის პროცესში ჩართული პირების ინტერვიუები, უნიკალური ფოტოები და სხვა; ფილმი საქართველოს ხელოვნების სასახლისა და ტელეკომპანია „არტარეას“ ერთობლივი ნამუშევარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები