უაქციზო სიგარეტის შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები: ნანული სუხაშვილი და რობერტ იაკობიშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია. ბრალდებულები დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები