გურიაში უამინდობის გამო 6500 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გურიაში უამინდობის გამო 6500 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დღეს გურიის რეგიონში იმყოფებოდა. გიორგი ამაშუკელი დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებას გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ის რთული სოფლები, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები