რა ხდება მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე – ფოტორეპორტაჟი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე არსებული ვითარების ამსახველ „ფოტორეპორტაჟს“ ავრცელებს. საავატომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და გუდაურის ტურისტულ კომპლექსამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შენარჩუნებულია.
რაც შეეხება გუდაური–კობის მონაკვეთს, გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება.
ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:
• გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ზვავსაშიშროების რეჟიმი დაწესებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე).
• არაგვისპირი-გუდაური (ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
• მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე დაწესებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების მოთხოვნის რეჟიმი.
• ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
• ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე (გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა) თავისუფალია.