გორში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

გორში, სამების ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული – 40 წლამდე მამაკაცი გორის რაიონის მკვიდრია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები