„აწარმოე საქართველოში“ – პროგრამის ფარგლებში შპს „პოლიპრინტი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს
სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანია „პოლიპრინტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „პოლიპრინტი“ სტიკერებისა და ეტიკეტების ბეჭდვაზეა ორიენტირებული და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.
კონკრეტულად კომპანიის საქმიანობა მოიცავს არაგოფრირებული ქაღალდის ან არაგოფრირებული მუყაოსგან ყუთების, კოლოფების და დასაკეცი კოლოფების წარმოებას.
კომპანია პროექტის ფარგლებში ახალი დანადგარების შეძენესა და წარმადობის გაზრდას გეგმავს. კომპანიაში დასაქმებულია 40 ადამიანი, დამატებით კიდევ 10 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
ცმობისთვის, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ღირებულება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, კომპანია ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას უწევს საქართველოს უმსხვილეს საწარმოებს და სამომავლოდ კონკურენტუნარიანობისა და ბაზარზე წილის ზრდას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს.