უჩა ნანუაშვილი პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების ინიციატივით საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.
სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებისა და შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოვებას აუცილებლად მიიჩნევს,.
“დღემდე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. კანონპროექტი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით შემოწმდეს ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება სცდება ნორმათა კონტროლის მოდელს და ახორციელებს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს. მსგავსი მოდელი ეფექტიანად მოქმედებს ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები