შიდა ქართლში ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს. როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, ხაშურისა და სოფელ ხცისის მიმდებარედ სამართალდამრღვევები სათანადო ლიცენზიის გარეშე, დაურეგისტრირებელი თოფით ნადირობდნენ და განყოფილების თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები