26 იანვარი
10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
10:30
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:15
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა პრემიერთან, დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან; საარჩევნო სპეც-უბნების გაუქმება; სავალუტო კრიზისი.
12:00
სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს როლის გაფართოების შესახებ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: რამიშვილის #6
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ბრიფინგს გამართავს. თემა: სავალუტო კრიზისი – მიზეზები, პროგნოზები, მოლაპარაკება გაზპრომთან, ნავთობის ფასი.
12:00
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ბარბარა ველსი მოაწერენ. მისამართი: მარშალ გელოვანის 6, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციულ შენობა (სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკან). საკონტაქტო პირი: გიორგი მუშკუდიანი 598 77 78 65
13:00
თიბისი გალერეაში ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ორგანიზატორების პრესკონფერენცია გაიმართება. თემები: კონკურსის დაწყების თარიღის გამოცხადება, ახალი ნომინაციები და ცვლილებები ჟიურის არჩევის წესში. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, მეოთხე სართული
13:00
“მემარცხენე ალიანსის” ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს და “მემარცხენე ალიანსის” სახელით ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ი. ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
14:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მისამართი: სიონის ქ. #8
14:00
თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ჟ.შარტავას N7