მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა

თბილისში, მდინარე მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები