რუსეთის პატრიარქმა უკრაინელ ხალხს განადგურება უწინასწარმეტყველა

არეულობა უკრაინაში შესაძლოა, არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მისი ხალხის განადგურების მიზეზი გახდეს. განცხადება ამის შესახებ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა გააკეთა. „ის, რაც დღეს მოძმე და ჩემი გულისთვის ახლო უკრაინაში ხდება – ხალხის რეალური გაყოფაა. თავად უფალი ამბობს იმას, რომ ვერ გადარჩება ის სამეფო, რომელიც თავისთავად გაიყოფა“, – ტრადიციულ საშობაო ინტერვიუში ტელეკომპანია „როსია-1“-ის ეთერში პატრიარქმა კირილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც „დემოკრატიისთვის ბრძოლაში ადამიანების ერთი ჯგუფი პრაქტიკულად ყველა უფლებას ართმევს ადამიანების მეორე ჯგუფს, როდესაც ერთი პოლიტიკური დოქტრინა საკუთარი სიმართლის დამტკიცებისას, იარაღს იყენებს, – ეს უკვე დემოკრატია არ არის“.
პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა ისტორიის მქონე სხვადასხვა ჯგუფებმაც უნდა შეძლონ ერთობლივად მშვიდობიანი ცხოვრების აწყობა.
„ღმერთმა ქნას, რომ ეს გაგება უკრაინის ხელმძღვანელების და უკრაინული საზოგადოების გონებაში ჩაიბეჭდოს“, – აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები