24 იანვარი
11:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად იმ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, სადაც 28 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ გამგებლის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები გაიხსნება. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო. დაინტერესებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები კვირას, ვარდების მოედანზე უნდა მიბრძანდნენ. საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი, ტელ: 591 07 61 71