ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს

დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება, – ამ თემაზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს.
დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს მთავრობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაიზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები