“ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დიდი პროგრესია იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ ქვეყანაში იყო”

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დიდი პროგრესია იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ ქვეყანაში იყო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.
“ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამ პროექტის მიზანია, რომ ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაძლიერდეს საპარლამენტო კომიტეტის მონიტორინგი, თუ როგორ სრულდება ადამიანის უფლებების დაცვის გეგმა. ამ პროექტში, ასევე, ჩვენი მიზანია, აქტიურად იყოს ჩართული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი. ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობენ. მუდმივი მონიტორინგი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება გეგმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, “ჰოლიდეი ინში” შეხვედრა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის შესრულების თაობაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო კომიტეტს წინადადებებს აცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები