მიხეილ გიორგაძე: ბილეთებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი

ბილეთებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, ვფიქრობ, ხელოვნურადაა შექმნილი – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პრემიერა, ან პრეზენტაცია ეწყობა, მოსაწვევები მოწვეულ სტუმრებს გადაეცემათ.
„ბილეთებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, ვფიქრობ, ხელოვნურადაა შექმნილი. მსოფლიო პრაქტიკაა, როდესაც რაიმეს პრემიერა, ან პრეზენტაცია ეწყობა, მოსაწვევები მოწვეულ სტუმრებს გადაეცემათ. ბილეთები იყიდება და ამის პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვრის პროგრამას ოპერის მოყვარულებს 31 იანვარს, 2 და 26 თებერვალს შესთავაზებს. ბილეთების გაყიდვა ოპერის სალაროში 18 იანვარს დაიწყო. ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება. პარტერში კი, ბილეთი 100-150-200 ლარი ღირს, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები