მთავარი პროკურორი დღეს ვახტანგ ქირიას დაკრძალვას დაესწრება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს ვახტანგ ქირიას დაკრძალვას დაესწრება. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ზუგდიდში, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ქირია 14 იანვარს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოკლული  იპოვეს.
მისი მკვლელობის საქმეზე ძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ქირია მისმა ნათესავმა ბიძინა კუჭავამ მოკლა, მას შემდეგ კი, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ, თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები