„ვეფხისტყაოსანი“ ბულგარულ ენაზე გამოიცა
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ ბერიძის ინიციატივითა და ქართული დიასპორის ხელშეწყობით, „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარული გამოცემა დაიბეჭდა.
წიგნის გამოცემა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მეთორმეტე საუკუნის ქართული პოემის ბულგარული თარგმანი საჩუქრად ბულგარეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს გადაეცათ.
„ვეფხისტყაოსანი“ საჩუქრად მიიღეს ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სხვა სასწავლო დაწესებულებებმა და ბიბლიოთეკებმა.