თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
23 იანვარს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში (თამარ მეფის დარბაზში) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი გაუძღვებიან. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდება დეტალები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ.