თამარ ბაგრატიამ ქუთაისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარადგინა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ქუთაისის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარუდგინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ზედაპირული წყლების, ნიადაგის და რადიაციული ფონის მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის რეგულარულ მონიტორინგს და ინდიკატორულ გაზომვებს ახორციელებს. ინდიკატორული გაზომვები საქართველოს მასშტაბით ათი ქალაქის უკვე 116 წერტილში განხორციელდა. სააგენტოს უფროსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართვოლობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები