პარიზში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც პოლიციელი ქალი დაიღუპა

ამერიკული გამოცემა „New York Times” თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაა ასახული.
დღეს დილით, პარიზის გარეუბან მონრუჟში ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რის შედეგაც ორი სამართალდამცავი დაიჭრა. პოლიციამ ერთი თავდამსხმელი დააკავა, მეორემ კი მიმალვა შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები