კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრემიერ -მინისტრს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
Majid Al Futtaim-ი საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა. დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია VImpelcom-ის აღმასრულებელ დირექტორს, იან ივეს შალიერს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები