ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს
ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის ყველა ამბულატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, სამინისტრო მოსახლეობას ვირუსული გრიპის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციით მიმართავს.
“ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე.
როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო – სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო – სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები.
24-საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს.
ქალაქ თბილისის 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები: 1. კლინიკა „მედსი“ – მისამართი: მის:ქიაჩელის ქ.18 2. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) – მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 29 3. „მედკაპიტალი“ – გლდანი – მისამართი: ი. ვეკუას ქ.18 4. საოჯახო მედიცინის ეროვნული სამედიცინო ცენტრი – წინამძღვრიშვილის ქ. #57”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.