იუსტიციის სახლთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა (ფოტო)

თბილისში, იუსტიციის სახლთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ხიდის დაზიანებული ნაწილი მოსიარულეებს პრობლემებს უქმნის. მისი თქმით, დღეს დილით, ხიდზე გადასვლისას მშობელს ბავშვი ხელიდან დაუსხლტა და გამოწეულმა პლასტიკატმა პატარას ხელი მსუბუქად დაუზიანა.
„ჩვენი თხოვნა იქნება, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ხიდის დაზიანებული ნაწილი აღადგინონ, რათა ასეთი ფაქტები თავიდან ავიცილოთ. ხიდით ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სარგებლობენ და ეს ჩვენი დედაქალაქის იმიჯისთვისაც საზიანოა“, – აღნიშნა მოქალაქემ, რომელმაც „კვირას“ დაზიანებული ხიდის ამსახველი ფოტოებიც მიაწოდა.
დედაქალაქის მერიაში „კვირას“ განუმარტეს, რომ დაზიანების შესახებ შესაბამის სამსახურს აცნობებენ და მოკლე დროში ხიდს პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
12607190_1014931205217425_1428903903_n
12625788_1014931201884092_284218600_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები