„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე – ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 1 თებერვალს, ლია ლიქოკელის პოეზიის საღამოთი გაიხსნება. მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20 :00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს დაეთმობა, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
ქართველი მწერლების მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია. „ცოცხალი წიგნები“კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები