„თი-ბი-სი გალერეა“ GIPA-ს სტუდენტების გამოფენას „ანბანოგრაფია 33″ უმასპინძლებს

დღეს, 19:00 საათზე „თი-ბი-სი გალერეა“ GIPA-ს სტუდენტების გამოფენას „ანბანოგრაფია 33″ უმასპინძლებს.
გამოფენაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი 100-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
მათ შორის: სტუდენტების თვალით დანახული ანბანური ფოტოკადრები, სიუჟეტური, მხატვრული, კონცეპტუალური ფოტოები და ინსტალაციები. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები