ვასილ მაღლაფერიძე: არ მაქვს სურვილი, გავხდე პარლამენტის წევრი

გადაცემა “2030-ის” მთავარი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.
როგორც “2030.news-ს” მაღლაფერიძემ განუცხადა, მისთვის გასაოცარია, არაერთი უარყოფის მიუხედავად, რატომ ვრცელდება კვლავ მსგავსი ინფორმაცია.
„მე ვიყავი პარლამენტარი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს წევრობა. კარგად ვიცი, როგორი პარლამენტი სჭირდება 2016 წლიდან საქართველოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ მაქვს კომპეტენცია იმ გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც ახალი პარლამენტი დადგება, შესაბამისად, არ მაქვს არც სურვილი, გავხდე პარლამენტის წევრი“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები