იქნება თუ არა ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო ათეულში – პრესცენტრის კომენტარი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ადგილს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20-30-ის მთავარი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს, პარტიის პრესსამსახურში არც უარყოფენ, არც ადასტურებენ.
როგორც “კვირას” “ქართული ოცნების” პრესცენტრში განუცხადეს, საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერები გააკეთებენ განცხადებას, სადაც გაირკვევა, თუ ვინ დაიკავებს პოზიციებს “ქართული ოცნების” რიგებში.
“ვერაფერს გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. ლიდერები გააკეთებენ განცხადებას, სადაც ყველაფერი გახდება ცნობილი”,- განუცხადეს “კვირას” პარტიის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები