პაატა იმნაძე: მენეჯერებს მოვუწოდებ, გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებს, გრიპის ვირუსით დაინფიცირებული თანამშრომლები გამოჯანმრთელებამდე სამსახურიდან გაათავისუფლოს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში იმნაძემ განმარტა, ამ დროისთვის ეპიდემიასთან საქმე არ გვაქვს, ხოლო ვირუსების პიკს თებერვლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ.
„ახლა ამ ვირუსის ეპიდემია არ არის. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 000 კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ იქნება. მენეჯერებს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან და გამოჯანმრთელებამდე გაათავისუფლონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები