მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან

 საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 29 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ანსამბლ „მზიურის” სოლისტის მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რის შემდეგაც ფილარმონიის წინ მისი „ვარსკვლავი” საზეიმოდ გაიხსნება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ – დათო ევგენიძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები